ტექსტი

* * * რომ არ ვიცი, რა დავწერო...

ტაბიძე გალაკტიონ

95281 ნახვა · დღეს 21

(რაისას)

რომ არ ვიცი, რა დავწერო,
რომ არ ვიცი, რა ვიმღერო,
გული არ მაქვს, რომ ისევე
ავიღელვო, ავიძგერო!..
და როდესაც განახლდება
ჩაბნელებულ გულისძგერა,
ნიაღვარად გადმოსკდება
ჩემი კვნესა და სიმღერა,
მანამდე კი, ჩემო კარგო,
რა გიამბო, რა გიმღერო,
არც გული მაქვს, რომ ისევე
ავიღელვო, ავიძგერო!

1911

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე