ტექსტი

* * * გმართებს ტირილი...

ტაბიძე გალაკტიონ

95293 ნახვა · დღეს 23

მონაზონ ქალს ოფელიას

გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,
სტიროდე ადამ, სტიროდე ევა.

დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!

სევდათ იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების!

სტიროდე ადამ, სტიროდე ევა,
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.

1911

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე