ტექსტი

ვარდი სილაში

ტაბიძე გალაკტიონ

95274 ნახვა · დღეს 17

ქალმა კარები შემოამტვრია
ჩემი ოცნების და გატაცების,
მილეწ-მოლეწა იქ ყვავილები
და ძირს დაღვარა ღვინო თასების.
შემდეგ მოვიდა მგოსანი ქნარით,
რომ სასიამო აღეძრა ხმები,
მაგრამ არ დახვდა ნაზად აღზრდილი
სულის ვარდები და ყვავილები..
ატირდა.. როგორც ტირის ხანდახან
მეფე უკვერთხო და უგვირგვინო..
ღვინოში სურდა თავდავიწყება -
მაგრამ წვეთიც კი არ დახვდა ღვინო!

1910

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე