ტექსტი

ლამპარი

ტაბიძე გალაკტიონ
ხატის წინ წრფელი,
უცხო ნათელი,
ფიქრთა აღმძვრელი,
ხედავ, რა რიგად ირხევა, კრთება...
სხივს აკანკალებს,
მგზნებარე თვალებს...

1910