ტექსტი
მაისი
ტაბიძე გალაკტიონ95268 ნახვა · დღეს 17
მიმზიდველი და წარმტაცი ველი...
ნიავის ჰქროლა... ყვავილთ სურნელი
კვლავ ისევ მიყვარს...
ვხედავ, იმედებს გასხივოსნებულს,
ლხენა ეწვია გულის სიმს ვნებულს,
ვხედავ ტკბილს სიზმარს...
ოჰ, გაზაფხულო, სიცოცხლის მფენო...
1910