ტექსტი

* * * ათასფერად მოქარგული...

ტაბიძე გალაკტიონ

95288 ნახვა · დღეს 22

ათასფერად მოქარგული,
თვისკენ მიწვევს ტურფა ველი;
იქ ნიავი წყნარად დაქრის,
მსუბუქი და უზრუნველი.

იქ, ციურ ცვრით დანამული,
ვარდი მეტყვის ქებათ-ქებას
და ღიმილით მომაფრქვევენ
ყვავილები სურნელებას.

მაგრამ ყველას მირჩევნია,
როს ყვავილი საფლავს ამკობს
და მჩქეფარე ნაკადული
უდარდელად მირაკრაკობს.

1910

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე