ტექსტი

სიცივეში

ტაბიძე გალაკტიონ
მძლავრი და ჩქარი,
თოვლიან ველად
დაეშვა ქარი
თოვლთ გასართველად.
აკვნესდა ბარი,
ატოკდა კარი,
ატირდა წყნარი
ნაკადი ველად.

1910