ტექსტი

* * * იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!..

ტაბიძე გალაკტიონ

95286 ნახვა · დღეს 26

იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!
იყავი ჩემში მარად და მარად.
ჩემი სიზმრების რჩეულ მეგობრად.
ჩემი ფიქრების ნაზ ნიავქარად.

განმინათე დღე, მითიე ღამე,
საგანთიადო მიმღერე ხმები,
როცა ეკლიან გზაზე ლტოლვისგან
გული გატყდება და დავიღლები.

თუ აღტაცებამ გარემომიცვას,
შენც აღტაცება მიეცი შენს სულს.
ჩამთვლემს და მაშინც არ მომაკლებდე
სამარადისო ძიების ჩურჩულს.

1910

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე