ტექსტი
* * * გრძნობა აღელდა...
ტაბიძე გალაკტიონ95281 ნახვა · დღეს 22
გრძნობა აღელდა, სული ამბოხდა,
გულმა გასტეხა სიწმინდის ფიცი.
და რაც ცამ წმინდა აპკურა,
დალეწა, დასწვა, გაანადგურა.
მთვრალი ვიყავი და აღარ ვიცი,
ეს დამესიზმრა თუ მართლა მოხდა!
1910
ტექსტი
95281 ნახვა · დღეს 22