ტექსტი

* * * ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი...

ტაბიძე გალაკტიონ

95278 ნახვა · დღეს 22

ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი
როცა ვიხილე, ვიგრძენ ცხოვრება,
მაგრამ რა ხელი მისკენ გავწიე,
ის სწრაფად მოსწყდა, ეკლებს დაება.

ჩემო სიცოცხლევ, თუ დაგენდობი,
იმედს მომიკლავ, განა არ ვიცი?
ოჰ, შენ თვალთმაქცობ... სულ ტყუილია,
შენი ვედრება და შენი ფიცი!

1909

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე