ტექსტი
ფანტაზია
ტაბიძე გალაკტიონ95252 ნახვა · დღეს 1
ოცნება ტკბილი და ნეტარება
სულს ასხიოსნებს, გულს შეეთვისა.
თავს დამციმციმებს უცხო მშვენება -
უცხო მადონა რაფაელისა.
მიყვარს იმისი ნარნარი სახე,
უცნაურ ფიქრთა გამომხატველი,
გაჰქრეს დღე შავი და სივაგლახე,
წყვდიადში გაჰქრეს სევდა-ნაღველი.
1909