ტექსტი
* * * ვითარცა გედი ზღვისა...
ტაბიძე გალაკტიონვითარცა გედი ზღვისა სივრცეში
მიმომცურავი იკვეთავს გზასა,
ისე მეც ვტოპავ გრძნობათა ზღვაში
და მივაცურებ სიცოცხლის ნავსა.
თუმცა კი ვიცი, არ შემიბრალებს
ზღვა შფოთიანი და ბობოქარი:
გადამიბრუნებს ნავს ჩემს ერთგულსა
ტალღა მჩქეფარე, დაუდეგარი.
1908