ტექსტი

არის წუთები (მთარგმნელი ხომერიკი ბესო)

ბლოკი ალექსანდრ

909 ნახვა · დღეს 18

არის წუთები, როს არ გვახელებს
ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,
ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,
ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში

და იმავე წამს უფსკრულს ეშვება
ყოველდღიური ჩვენი რუტინა,
და ცისარტყელად მოსული შვება,
სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.

მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,
ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,
გამოაღვიძებს სადღც უბეში,
ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე