ტექსტი
*** "გაზაფხულამდე იცის დღეები" (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
ახმატოვა ანაგაზაფხულამდე იცის დღეები,
როცა სქელ თოვლქვეშ
ისვენებს მიწა,
მხიარულობენ ხმელი ხეები,
თბილი ნიავი მკვრივდება იმწამს
სხეულს სიმსუბუქე თვისი აოცებს
გიჭირს საკუთარი სახლის ცნობა
და სიმღერით, რომლითაც
უკვე გაბეზრდი,
ახალივით აკვნესებს გრძნობა.