ტექსტი

*** "მზეს ძლივს ვიხსენებ" (მთარგმნელი რუხაძე თამარ)

ახმატოვა ანა
მზეს ძლივს ვიხსენებ, გაუმუქდა 
სიყვითლე ბალახს.
ქარს ადრეული ფიფქი მოაქვს
ალაგ და ალაგ.

ვიწრო ხევებში ნაკადულებს 
ყინული მოსდევს.
აქ არ მოხდება არაფერი, –
აღარასოდეს!

ტირიფებს ცაზე გაუშლიათ
მარაო თრთოლვის, 
იქნებ ასე სჯობს, რომ მე თქვენი 
არა ვარ ცოლი.

მზეს ძლივს ვიხსენებ, ეს რა არის?
წყვდიადი? ალბათ! ... 
და ერთ ღამეში ჩამოდგება
ზამთარი კართან.
პარტნიორი techbro.ge