ტექსტი

*** "ვუყურებ დროშას გამოხუნებულს" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ახმატოვა ანა

4986 ნახვა · დღეს 21

ვუყურებ დროშას გამოხუნებულს,
ქალაქს _ დაბურულს ყვითელი ნისლით,
სუნთქვა მეკვრის და გული მელევა,
ძლივსღა მოძრაობს ძარღვებში სისხლი.

ნეტავი, ვიყო პატარა გოგო, 
ქოშებში მედგას ფეხი შიშველი,
თავზე მეხვიოს თმები გვირგვინად,
სიმღერისაგან მტკიოდეს ყელი.

პარმაღზე მდგომი, ვუცქერდე ისევ
ხერსონის ტაძრის მშვენიერებას
და არ ვიცოდე, როგორ აბერებს
გულს დიდება და ბედნიერება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე