ტექსტი

ღალატი (მთარგმნელი ჯიქია ეკა)

ახმატოვა ანა
არა იმიტომ, რომ სარკე გამტყდარა,
არა იმიტომ, რომ ქარი მილში ყეფს,
არა იმიტომ, რომ ფიქრებში შენზე
უკვე გაჟონა უცხო რაიმემ -
არა იმიტომ,
არა იმიტომ,
ჭიშკართან სულ სხვას
შემოვეგებე.