ტექსტი

*** ეს სიმყუდროვე ჩემი არაა

თოფურია თეა

1730 ნახვა · დღეს 21

ეს სიმყუდროვე ჩემი არაა
და მაინც მეცნობა
ვერც მიზეზს ვუგებ, ვერც ვიჩერებ.
თითქოს გული გადამინერგეს.
ჩემი (წყალი რომ ჩაუვიდა ერთ დღეს 
და ფეხსაცმელივით გადასკდა) ამოიღეს
და სხვისი ჩადეს, უფრო ჯანმრთელი.
მე კი თითქოს ის წუთი დამამახსოვრდა,
არც ერთი რომ არ მქონდა,
არც სხვისი, არც საკუთარი,
მშვიდად რომ ვიწექი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე