ტექსტი
ცას
ლეონიძე გიორგი19175 ნახვა · დღეს 1
ცავ, თუ ვერ გამხდი უკვდავს მარადა,
ქვეყნად დამსახე მითხარ მა, რადა?
თუ ვერ იფრენდა ლტოლვათა რაში,
სიცოცხლე ფუჭი მინდა ღა რაში?
მაშ, მომეცალე და მომერიდე,
მეფე ვარ თავის! მაშ მომე რიდე!..
1915
ტექსტი
19175 ნახვა · დღეს 1