ტექსტი

* * * რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ

ლეონიძე გიორგი
რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ,
გამაგებინე - რა ლექსი გინდა,
რომ არ მომეცი მე მყუდროება,
არც წყალი მასვი მე გემო წმინდა.
 
რად დამიგრიხე ხორხზე საბელი
და ფრთაში წყლული რად გამიჩინე,
რად აკვლევინე კაენს აბელი,
რომ ერთი ძმაც კი არ შემირჩინე...