ტექსტი

საით?

გოჩიაშვილი ელა

1951 ნახვა · დღეს 19

განაჩენი რომ გამოუცხადეს,
იკითხა - „საით?“
თავისი ფეხით მივიდა კუნძთან,
თავისი ნებით დადო თავი,
თავისი ხელით
კისრიდან თმა გადაიწია...
განა იმიტომ,
რომ გონზე არ იყო,
განა იმიტომ,
რომ მორჩილება ხერხი იყო
ვინმეს გულის აჩუყებისა,
განა იმიტომ,
რომ  სიცოცხლე აღარ უნდოდა,
განა იმიტომ,
რომ სიამაყის მონა იყო...
... იკითხა - „საით?“

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე