ტექსტი
ძილგამკრთალთა მზე
ბაირონი ჯორჯმზეო ძილგამკრთალთა, კაეშნის ვარსკვლავო!
შორითო ციაგო, მთრთოლო, გულსაკლავო,
შენ ცხადქმნი სიბნელეს და ვერკი აქარვებ,
ოჰ, შვებას გარდასულს ასერად მაგონებ...
შენსავით დღეები წარსულად ქცეული
ელავს და ვერათბობს შუქგადალეული;
ეგ სხივი მაძრწუნებს მე, ღამეგანათევს,
როგორი შორია, რა ცივად ანათებს!..