ტექსტი
წარწერა ჩემს წიგნზე
ლეონიძე გიორგი19998 ნახვა · დღეს 1
აქ არი ყველა ემი გარჯანი:
რაც მიხარჯია ლექსში მარჯანი,
სიტყვის ამბარჩა, სტრიქონის ფარჩა,
ყველა აქ არი, რაც გულში ჩამრჩა!
რაც გულის ძარღვში სისხლს შეეჭედა,
და იქცა ჩემი ლექსის ბეჭედად!
ტექსტი
19998 ნახვა · დღეს 1