ტექსტი

პატარძეულის იები

ლეონიძე გიორგი
პატარძეულის იები...
დილა ბროლშენაციები...
დილა ღმერთმოჩვენებული
შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში;
და ფიქრი მოჯერებული,
პირველი სიტყვის პოვნაში.
 
ო, მას აქეთ ვარ მსურველი,
მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;
მაფრქვიონ შუქი ― სურნელი
პატარძეულის იებმა.