ტექსტი

გაზაფხული

ლეონიძე გიორგი

20289 ნახვა · დღეს 19

რომელ მერანზე მოფრინდი,
რომელ მქროლავი რაშითა?
”ლილეოს” ქუხილთა ხმებში,
ნიაღვარების ტაშითა!
ვინ თქვა, სინაზით მოხვალ,
ენძელებით და იითა?
სადაც მწვანე ფრთას დაიქნევ,
ვაჟკაცურ ძგერას მიიტან!
სალამი, ასჯერ სალამი!
შენ, გაზაფხულის დგრიალო!
ყინულს დალეწავ,
ხმატკბილად
წყარომ რომ დაიწკრიალოს...
მე გულს დავლეწავ,
ნაკვესარ
ლექსმა რომ დაიძგრიალოს!
შორიდან გეხარხარები:
მოდი, სულ ერთად ვიაროთ!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე