ტექსტი
ლილიან ფრთებით
ტაბიძე გალაკტიონ96960 ნახვა · დღეს 17
აჰა მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი
ოცნებამ ბაგით გაგაანგარა.
შემოგახვია შავი ზღვის ქარი
ლილიან ქარად - ბაგეანკარა.
მოგცა ლურჯი ცა და მინანქარი,
გადაგაქცია ლილიან ქარად,
ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,
ეშვება ღამე ლილიან ფრთებით.