ტექსტი
დგება თეთრი დღეები
ტაბიძე გალაკტიონ96926 ნახვა · დღეს 2
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.