ტექსტი

* * * როცა გარშემო ღამე ბნელია

ტაბიძე გალაკტიონ

96993 ნახვა · დღეს 26

როცა  გარშემო ღამე ბნელია,
თეთრო  ყვავილო უცხო  მდელოსი,
გგრძნობენ,  გფიქრობენ მოგელიან
შენ  პოეტები საქართველოსი.

უცხო ასულო,  ვიქნებით თქვენი
პალადინი და მარად  ძმობილი,
მხოლოდ  გიყვარდეთ ამდენის მთმენი
ოცნება ორად  გულგაპობილი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე