ტექსტი

გვიანი ოცნება

ტაბიძე გალაკტიონ

96976 ნახვა · დღეს 17

წიგნი ვედრებიანი,
ალოცება სატანის,
და ოცნება გვიანი
ვილიე დე ლილ-ადანის.
ხშირად მომეფერების
ჩემი კარგი ზმანება
და მტანჯავს მწუხარების
ყელით  გადაქანება.
ლურჯი, ლურჯი დღე არის,
განშორების დღე არის,
მე არ ველი უარესს…

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე