ტექსტი
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს
ტაბიძე გალაკტიონვიგონებ რ აიმ მიქელანჯელოს,
არაა ძნელი მთების დანდობა,
რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს
ესაფეხუროს ლალის ტატნობი.
ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი
ახალი დროის დიდი მესია,
მედგარი მხრებით რომ აიტანა
მთაზე დიდება და პოეზია.