ტექსტი

აღარც-რას მერცხალს ვუყურებ

ვაჟა–ფშაველა

12778 ნახვა · დღეს 21

(სიმღერა)

აღარც-რას მერცხალს ვუყურებ,
აღარც ცას მჭყივანთ წეროთა,
იდინონ ნელის ნაბიჯით
შავთ ნისლთა გასაშტეროთა,
მკერდს მაიფინონ ყვავილნი
ჩემის სამშობლოს მდელოთა...
შავთ თვალთ დამასხან ნექტარი
მაცოცხლებელი წყლულზედა,
მითაც ვერ მოვშლი გლოვისა,
ნუგეშსა დაკარგულზედა;
რაც ერთხელ შამყვარებია,
უმტკიცესია რჯულზედა.

1895

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე