ტექსტი
*** ხანდახან ასეა
ნადირაძე ნინია3202 ნახვა · დღეს 1
ხანდახან ასეა -
ფეხზე მდგომი ითხოვ
და წაქცეულს მოგეცემა.
როდესაც ის მიახლოვდება,
მეხება და საკუთარ ტანში მაღვიძებს,
ვიხუჭები და ხელს არ ვუშლი საკუთარ თავს,
საკუთარი თავისაკენ ჩუმად მიმავალს.