ტექსტი

ტყეში

ჭიჭინაძე გივი

2686 ნახვა · დღეს 19

სადღაც დათვი დაბანდალებს,
დათვი თაფლით გამომთვრალი.
სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს,
სადღაც ბრწყინავს წყაროსთვალი.
სადღაც მზეზე ციყვუნია
კერკეტელა კაკალს ამტვრევს.
სადღაც სოკო ამომძვრალა,
თავზე ნეშო დაჰფარფატებს.
სადღაც ტყეში ტყისმცველი ზის,
დაქანცული წყალს სვამს პეშვით.
ტყე კი ისე დაბურულა,
არაფერი არ ჩანს ტყეში.

 

 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე