ტექსტი
* * * გაფრინდებით
ჩანტლაძე შოთა8588 ნახვა · დღეს 20
გაფრინდებით ღამის მოლოდინში
და დაარქმევენ უნაზეს სიგიჟეს
ამ გარინდებას, გაგანიერდება
თვალებშ ნუგეში, გაგანიერდება
და დილით, როცა მგლოვიარე გადნება ბინდი,
როგორც ლამბაქი უნაზესი აღსავსე რიდით,
გაიბზარება და გატყდება მწუხარე რინდიც.
1958