ტექსტი

* * * ზამთრის ღამე

ჩანტლაძე შოთა

8586 ნახვა · დღეს 20

ზამთრის ღამე გაბატონდა ირგვლივ,
ნაცნობს უბანს დაეუფლა ზამთარი.
შეიკუმშა შენობების რიგი,
გაფართოვდა ნავთობი.
ოთახებში ჩაფიქრება ჩადგა
და საწოლებს მოერიათ ძილი,
წიგნს ხელებში ჩაეძინა რადგან,
ხელებს ძილი დაეუფლა ტკბილი.
ცაზე ძილი მოერია მნათობს,
რადგან ნათობს და არავინ ათბობს.

1956

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე