ტექსტი

* * * მე ვსაუბრობ დერეფანში

ჩანტლაძე შოთა

8588 ნახვა · დღეს 19

მე ვსაუბრობ დერეფანში მეზობელთან,
ახალგაზრდა ქალთან.
ქალი იგი ძალიან მეცოდება,
რადგან წლებით აუვსია კალთა.
ქმარი მისი ეფერება სხვა ცოლს,
თეთრს და ფაქიზს ისე, ვითარ მაწონს,
ახალგაზრდა ცოლიც ძლიერ მოწონს,
მაინც სხვასთან იზიარებს საწოლს.

1956


არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე