ტექსტი
* * * დღესაც საკმაოდ
ჩანტლაძე შოთადღესაც საკმაოდ ვიხეტიალე,
ქუჩები მოვვლე გუშინდებურად,
დღესაც მეწვია დარდი ტიალი,
დღესაც დარდებმა გული შებურა.
დღესაც დავბრუნდი მარტო ბინაში,
თავი მივეცი ფიქრებს სევდიანს...
მე მარტო ვიყავ თავის წინაშე
და ვგრძნობდი, თმები ვით თეთრდებიან.
1956