ტექსტი

* * * დღესაც საკმაოდ

ჩანტლაძე შოთა

8593 ნახვა · დღეს 24

დღესაც საკმაოდ ვიხეტიალე,
ქუჩები მოვვლე გუშინდებურად,
დღესაც მეწვია დარდი ტიალი,
დღესაც დარდებმა გული შებურა.

დღესაც დავბრუნდი მარტო ბინაში,
თავი მივეცი ფიქრებს სევდიანს...
მე მარტო ვიყავ თავის წინაშე
და ვგრძნობდი, თმები ვით თეთრდებიან.

1956

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე