ტექსტი

* * * მაღალი მზე

ჩანტლაძე შოთა

8590 ნახვა · დღეს 23

მაღალი მზე, მაღალი არაბი, აქლემი მაღალი,
ზეცა უსასრულო, უდაბნო ულევი, უდაბნო ულევი,
გზადაგზა ფიქრები, ფირების ამალა
და ნაფეხურები... და ნაფეხურები, და ნაფეხურები...
და ნაფეხურები მიდის, იკლაკნება,
როგორც სტრიქონები - ცნობილი ნაკლებად! –
აქ გაიარა კაცმა და აქლემმა.

1953


არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე