ტექსტი

* * * გახსოვს შემოდგომა

ჩანტლაძე შოთა

8595 ნახვა · დღეს 22

გახსოვს შემოდგომა მძიმე და ფარული?
გახსოვს შემოდგომა - კვდომა შადრევნების?
ჩვენი სიყვარულით ჩვენი სიხარული?
ქარების მარულა, ქართან დადევნება?

ო! იმ შემოდგომას დათოვა ზამთარმა
და ჩვენი სიყვარულიც დამთავრდა.

1952

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე