ტექსტი

* * * დღეს ელვარებამ უკვე დამღალა

ჩანტლაძე შოთა

8593 ნახვა · დღეს 21

დღეს ელვარებამ უკვე დამღალა,
მზეც მოელვარე უკვე ცავიდა,
ნელა და დინჯად მოდის სარამო,
ყველაფერს ღებავს ფერით შავითა.
ეს მერამდენე არის ფიქრები,
ეს მერამდენე არის სარამო,
ბოლოს და ბოლოს, როდის იქნება,
როდის იქნება, ღმერთო მალამო,
ძარღვებში ცეცხლი რომ ჩამიქრება
და ქვეყანაზე ვიყო აღარა.
ვარ მოწყენილი და მოწყენა მე აღარ მიკვირს,
რადგან მოწყენაც მომწყინდა უკვე.

1952


არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე