ტექსტი
* * * მე ვმღერი
ჩანტლაძე შოთა8604 ნახვა · დღეს 24
მე ვმღერი, როგორც დამსხვრეული ლერწამის ღერი,
და შენ კი გალობ ხმით ნარნარითა.
მე ვმღერი, სევდით შემოდგომის ფოთლების ფერის
ნეტავ მზის სხივი ვინ განმარიდა?..
მე ვმღერი, როგორც სამარეში სიკვდილი მღერის,
და ბანს მაძლევენ ბნელ სამარიდან.
1952