ტექსტი

* * * შენ ერთ დროს

ჩანტლაძე შოთა

8545 ნახვა · დღეს 1

შენ ერთ დროს იყავ ძლიერ ლამაზი,
შენ ერთ დროს იყავ ნაზი და ამო.
იქნებ გამიწყრე კიდეც ამაზე,
რომ იმ წარსულის ხსენებას ვლამობ.

იქნებ ამიკლო, დამიწყო დავა,
უთხრა დედასა, უთხრა მამასაც,
მე მაინც მინდა გისმინო, დაო:
შენ ერთ დროს იყავ ძლიერ ლამაზი,
შენ ერთ დროს იყავ ნაზი და ამო.

1952