ტექსტი

საქანელა

მრევლიშვილი მაყვალა

1896 ნახვა · დღეს 31

ახლა ჩემი ჯერია, 
ჩამობრძანდი, მელია! 
გელოდები, ლოდინით
 გული გადამელია. 
ეგ რა მეგობრობაა,
 მარტო შენ რომ ქანაობ,
 ქანაობა მეც მინდა, 
დამსვი ხანდახანაო. 
აბა რა ვქნა, გენაცვა, 
ძლიერ მინდა ჩამოსვლა, 
ხომ არ ჩამოვფრინდები, 
თუ ილომ არ ჩამომსვა!
 ავქანდი და დავქანდი, 
ოდელია, დელია!
 – ულვაშებში იცინის 
ეშმაკუნა მელია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე