ტექსტი
ნუღარ დამიბერდები
მრევლიშვილი მაყვალა1863 ნახვა · დღეს 1
მე რომ მიყვარს მოფერება
შენი თეთრი თმებია.
ნუღარ დამიბერდები,
ჩემო ტკბილო ბებია.
მოფუსფუსე ხელები
მუდამ მენანებიან.
მუშაობით ნუ დაღლი,
ჩემო ტკბილო ბებია.
მეტი საქმე მოგვეცი
შენს საყვარელ პატარებს.
თორემ, ჩემო კეთილო,
ცივ ნიავს არ გვაკარებ.
ჩვენ რომ გვიყვარს მოფერება
შენი თეთრი თმებია.
ნუღარ დაგვიბერდები,
ჩვენო ტკბილო ბებია.