ტექსტი
ტურამ წააცანცალა
მრევლიშვილი მაყვალატოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.
მწყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!
ერკემალი გაწყრა:
გაიარონ ცხრა-ცხრამ!
თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: წადით ცალ-ცალი!
გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!
გაიარეს
ცალ-ცალად,
ტურამ წააცანცალა!