ტექსტი
ამოვათრიეთ ნაპირზე ნავი,
ჭილაძე ოთარ24033 ნახვა · დღეს 1
ამოვათრიეთ ნაპირზე ნავი,
დავაგდეთ, როგორც ზვიგენის ლეში...
და სიგარეტი, სველი და შავი,
მკვდარი მწერივით მეჭირა ხელში.
შეუმჩნეველი სხვა დღეთა შორის
(ასე უკვალოდ გაქრობის ღირსი)
და როგორც არა ერთი და ორი -
ჩვეულებრივი დღე იყო ისიც.
1968