ტექსტი

საწყალი კურდღელი

მრევლიშვილი მაყვალა

1881 ნახვა · დღეს 19

ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.
მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო, 
- 
დაარიგეს დათუნა.
შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.
- 
ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში. 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე