ტექსტი

ჩადრი

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

1111 ნახვა · დღეს 21

კლდიდგან გადმოსკდა ჩანჩქარი,
ცრემლი პიტალო სალისა,
მიესალამა მიდამოს
და გული გაუხალისა;
ზეცას შესცინა, შეაქო
დიდება ძალთა ძალისა,
განზე მეზობლებს გასძახა
იმედი მომავალისა.
მკერდი ჩარეცხა უდაბნოს,
ძირს მდელო ააცქრიალა,
ჩაირაკრაკა... გზა და გზა
სპეკალი ააპრიალა.
ბარს დაეპკურა, მოსწმინდა
დაკოდილ გულის იარა,
სალი კლდის შემონათვალი
ჩურჩულით გაუზიარა...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე