ტექსტი

ბატიბუტი

ფოცხიშვილი მორის

8492 ნახვა · დღეს 2

ბატიბუტი, ბატიბუტი,
ბატიბუტს ჭამს კატის კნუტი.

დგას წრუწუნა,
ნერწყვი მოსდის,
იატაკს ხვეტს
თაგვი კუდით,
ცოტა თუ არ უწილადეს,
დაიწყება ალბათ ბუნტი.

ბატიბუტი, ბატიბუტი, -
კეფას იფხანს კატის კნუტი.